ტექნოლოგიური კომპანია მარტEV აგრძელებს ეკოლოგიურად სუფთა მომავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას და 2025 წლის ოქტომბრის ბოლომდე დედაქალაქს 132 ახალი სწრაფი DC დამტენი დაემატება. კომპანია გამარჯვებულია მუნიციპალურ აუქციონზე და პროექტს ახორციელებს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
დღეისათვის მარტEV უკვე ფლობს 70-მდე დამტენ სადგურს და უზრუნველყოფს როგორც მათ გამართულ ფუნქციონირებას, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ სადგურების მოძიება და დაჯავშნა სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციით.
კომპანიის დირექტორის, გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ელექტრომობილების პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცვასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან.
მარტEV-ის მიზანია ეკომეგობრული გადაადგილების ხელშეწყობა, რაც ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებას და ქმნის ჯანსაღი ქალაქის პირობებს მომავლისთვის.