კომპანიის შესახებ
მარტივი არის ელექტრომობილების დამტენის სადგურების ქსელი. იგი საქართველოს მასშტაბით ქმნის ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ეკო გადაადგილებისთვის. დღეის მონაცემებით თბილისის მასშტაბით დამონტაჟებულია 75 AC და DC დამტენი, მათ შორის Siemens-ის DC 30/60/90/120 კვტ სიმძლავრის დამტენები თბილისსა და ბათუმში, რომლებიც, ელემენტის მოცულობისა და წარმოების ქვეყნის სტანდარტების მიუხედავად, უზრუნველყოფს ელექტრომობილის მაქსიმალურად სწრაფ დამუხტვას.ელ. დამტენები აღჭურვილია 3 პორტით (CCS2, CHADEMO+Type 2),რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილებთან თავსებადობას. Siemens-ის აპარატი საშუალებას იძლევა ერთდროულად 2 ელექტრომობილის დამუხტავის.
2025 წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით ქალაქს დაემატება 130 მეტი სწრაფი და სუპერსწრაფი სადგური. ასევე ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მოეწყობა სწრაფი დამმუხტველებით აღჭურვილი სადგურები, რაც შესაძლებელს გახდის ელექტრომობილით შორ მანძილზე გადაადგილებას.
მიზანი - კომპანიის მიზანია, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების და მოქნილი პირობების დანერგვა ეკოგადაადგილებისთვის. განავითაროს ელექტროდამტენების ქსელი და ელექტრომობილების მომხმარებლებს შესთავაზოს მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია შეარჩიოს მომხმარებელზე მორგებული ელექტროდამტენები.
- სწრაფი და ნელი ელექტროგასამართი სადგურების ქსელის მშენებლობა და ექსპლუატაციაში ჩაშვება
- მომხმარებელზე მორგებული ელექტროდამტენების შერჩევა-დამონტაჟება
- მარტივი და მოსახერხებელი სერვისის პრეცედენტის შექმნა
- ეკო გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით
საქმიანობა
მარტEV საქმიანობს ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების ხელშეწყობის მიმართულებით და სპეციალიზდება ელექტრომობილების დამტენების ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: ელექტროდამტენების სადგურების განთავსებას და ექსპლუატაციაში ჩაშვებას. სწრაფი (DC) და ნელი (AC) ტიპის დამტენების მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას, მომხმარებელზე მორგებული ელექტროდამტენი გადაწყვეტილებების შემუშავებას და დანერგვას, მობილური აპლიკაციისა და ციფრული სერვისების განვითარებას ელექტრომობილის დამუხტვის პროცესის სრულად სამართავად ქსელის გაფართოებას, მათ შორის ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე.
„მარტEV“-ის მისიაა საქართველოში მდგრადი და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებას, გარემოს დაცვასა და ურბანული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ინგლისურად