2025 წლის ივლისში, ლონდონის ბირჟაზე (London Stock Exchange) Martev-ის დირექტორმა გიგი ხოჯევანიშვილმა წარადგინა კომპანიის სტრატეგია და სამომავლო გეგმები. პრეზენტაცია მიზანმიმართულად იყო ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ ახერხებს ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანია რეგიონულ გაფართოებას მწვანე ენერგიის მიმართულებით.
Martev უკვე არის თბილისში ყველაზე ფართო EV დამტენის ქსელს.
კომპანიის ინფრასტრუქტურა მოიცავს როგორც DC, ასევე AC ტიპის დამტენებს, რომლებიც მდებარეობს დედაქალაქში. ქსელთან დაკავშირებულია 3,000-ზე მეტი ელექტრომობილი. სერვისი სრულად ავტომატიზებულია მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
ლონდონის ბირჟაზე განსახილველი საკითხები იყო:
• მარტივი და გამართული EV სერვისები.
• სტრატეგიული პარტნიორობა როგორც სახელმწიფოსთან, ასევე კერძო სექტორთან
• EV ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმა – თბილისის შემდეგ სხვა ქალაქების ინტეგრაცია
• საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები
Martev-ის მიზანია გააფართოოს EV ქსელი ქვეყნის მასშტაბით და შექმნას სტაბილური, ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პლატფორმა საქართველოსთვის.