გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან გამოყენების მომენტიდანვე გავრცელდება თქვენზე, ამიტომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყურადღებით გაეცანით მოცემულ პირობებს, სანამ გამოიყენებთ აპლიკაციას. თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ აპლიკაციის, მისი ნაწილის ან ჩვენი სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი ფორმით დუბლირება ან/და ცვლილება. თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ აპლიკაციის პროგრამული კოდის ამოღება და მისი დუბლირება/ცვლილება, აგრეთვე არ უნდა ეცადოთ მის თარგმნას სხვადასხვა ენაზე ან ჩვენი აპლიკაციის დერივატიული ვერსიის შექმნას. აპლიკაცია, სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები, მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული უფლებები და ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც ნებისმიერი ფორმით კავშირშია ჩვენს აპლიკაციასთან, წარმოადგენს შპს „ქართლი ენერჯი“-ს (შემდგომში „მარტEV“) საკუთრებას.
შპს „ქართლი ენერჯი“ ცდილობს გახადოს აპლიკაცია, რაც შეიძლება უფრო გამოსადეგი და ეფექტური. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოთ აპლიკაციაში ცვლილებები და აგრეთვე მოვითხოვოთ ჩვენი აპლიკაციის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ აპლიკაციის და მის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდას ახსნა-განმარტების გარეშე, რათა თქვენ გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რაში იხდით ფულს. იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი სერვისი, „მარტEV“-ს აპლიკაცია ინახავს და ამუშავებს პერსონალურ ინფრმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით. თქვენი პასუხისმგებლობაა დაიცვათ ტელეფონი და აპლიკაცია მესამე პირთაგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ თავი შეიკავოთ თქვენი ტელეფონის jailbreak-ისადა root-ისგან, რაც ითვალისწინებს პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვების მოხსნას, რომელსაც ითვალისწინებს თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული ოფიციალური ოპერატიული სისტემა. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა გახადოს თქვენი მოწყობილობა დაუცველი malware/viruses/malicious პროგრამების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ტელეფონის დაცვის სისტემის დასუსტება და რაც აგრეთვე ნიშნავს, რომ „მარტEV“ აპლიკაციამ შესაძლოა შეფერხებით ან საერთოდ არ იმუშაოს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შპს “ქართლი ენერჯი” გარკვეულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. აპლიკაციის კონკრეტული ფუნქციები საჭიროებენ აქტიურ/მოქმედ ინტერნეტ კავშირს.
ეს შესაძლოა იყოს Wi-fi, ან თქვენი საკომუნიკაციო მომსახურების მომწოდებლის მიერ მოწოდებული კავშირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შპს “ქართლი ენერჯი” არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია გაუმართავად მუშაობს ინტერნეტ კავშირის არ არსებობის ან/და არასტაბილურობის გამო.
სერვისის გამოყენება wifi-ს ზონის გარეთ:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ აპლიკაციას wi-fi ზონის გარეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ხელშეკრულების პირობები თქვენი მობილური ქსელის პროვაიდერთან ასეთ დროსაც მოქმედებს. შედეგად, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი მობილური ქსელის მომწოდებლის მიერ დაკისრებული საფასურის გადახდა აპლიკაციის გამოყენებისას ინტერნეტ კავშირით უწყვეტი სარგებლობის გამო. აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ტიპის გადასახდელებზე, რაც აგრეთვე მოიცავს როუმინგის საფასურს, თუ თქვენ აპლიკაციას იყენებთ თქვენი ქვეყნის (რეგიონის) ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, როუმინგის გათიშვის გარეშე. თუ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ იხდის ნებისმიერ სახდელს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას კონრკეტული მოწყობილობის საშუალებით აპლიკაციის გამოყენებისას. „მარტEV“ ავტომატურად თვლის, რომ თქვენ გაქვთ ნებართვა მიღებული მოწყობილობის კანონიერი მესაკუთრისგან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცვლილებები ხელშეკრულების პირობებში